ახალი ამბები
მერხეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, ერთი ადამიანი კი დაშავდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა 28 წლის მამაკაცის ცხედრის მანქანიდან ამოსაყვანად სპეცტექნიკა გამოყენეს.






Print