ახალი ამბები
ზუგდიდის 2 ქუჩაზე მოძრაობა ავარიის გამო შეფერხდა
ზუგდიდში, ლაზის და თბილისის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. 

"ძალიან ხშირია ამ ადგილას ავარიები, ყოფილა მსხვერპლიც. ამ შემთხვევაში ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურია მობილიზებული
Print
თეგები: ავარია / ზუგდიდი /