ახალი ამბები
აფხაზეთმა საქართველოს დანარჩენ რეგიონებზე 33%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა - ესკო
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში ოკუპირებულ აფხაზეთში 1,505 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მცხოვრებლების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე, 1,135 მლნ კვტ.სთ-ზე, 33%-ით მეტია. აფხაზეთის მოხმარება 85%-ით მეტია თბილისის მოხმარებაზეც, 805 მლნ კვტ.სთ-ზე.

BPN.GE – ის მონაცემებით, მიმდინარე წელს 9%-ითაა გაზრდილი აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან, 1,377 მლნ კვტ.სთ-სთან შედარებით.  – ის მონაცემებით, მიმდინარე წელს 9%-ითაა გაზრდილი აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან, 1,377 მლნ კვტ.სთ-სთან შედარებით.

აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყაროები ენგურის და ვარდნილის ჰესები, ასევე რუსეთიდან იმპორტია. სიტყვიერი შეთანხმების შესაბამისად, ენგურჰესის გამომუშავების 40% სწორედ აფხაზეთში მიდის, თუმცა, მიწოდებული ელექტროენერგია, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების კრიზისის გამო, ამ ნიშნულს ხშირად აჭარბებდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან აფხაზეთს 652 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიეწოდა, რომლის ტრანზიტიც საქართველომ უზრუნველყო. ცნობისთვის, 2022 წლის 5 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 6,480 მლნ კვტ.სთ შეადგინა, გამომუშავება 5.578 მლნ კვტ.სთ, იმპორტი 1,174 მლნ კვტ.სთ, ხოლო ექსპორტი 272 მლნ კვტ.სთ იყო.



Print