ახალი ამბები
დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ზუგდიდში გერის გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ
პოლიციამ 3 თვიანი ძებნის შემდეგ საკუთარი გერის გაუპატიურებაში ბრალდებული პირი დააკავა. მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მამაკაცი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იყო, გუშინ დააკავეს. 

"ათინათის" ინფორმაციით, 14 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მისმა მამინაცვალმა სექსუალურად მარტში იძალადა. მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.
Print