ახალი ამბები
დღეს ზუგდიდში ფესტივალი "არტ-კოლხი" იწყება
ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრ "ოდიშის" ორგანიზებით დღეიდან, 25 ივნისიდან ზუგდიდში ფესტივალი "არტ-კოლხი" იწყება. ფესტივალი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებები პირველ დღეს, 16 საათზე ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღლუმით გაიხსნება. გახსნის ცერემონია დადიანების სასახლის მიმდებარედ გაგრძელდება.

27 ივნისს დაგეგმილია კონკურსი და საჩვენებელი კონცერტი, დასკვნითი აქტივობები კი 30 ივნისს ჩატარდება. ფესტივალის ბოლო დღეს ანაკლიაში კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

ფესტივალი ზუგდიდში წლების განმავლობაში ტარდება.

Print