ახალი ამბები
წალენჯიხაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა
წალენჯიხის გადაუდებელი წვიმების შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც სოფელ მედანში, ერთ-ერთ ოჯახში მიწა დაიძრა და საკარმიდამო ნაკვეთი ორ ნაწილად გაყო. ადგილობრივების ინფორმაციით, საუბარია 2 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე, სადაც ოჯახს თხილნარი და სიმინდი აქვს გაშენებული. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძი, გაზის მილი და წყალსაქაჩი, ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები.

სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც შექმნილი კომისიის ფარგლებში მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
Print