ახალი ამბები
მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციამ ზუგდიდში კონფერენცია ჩაატარა
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციამ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა. გაკეთდა თემატური მოხსენებები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ნინი ვარდოსანიძე, თინათინ ნიბლოშვილი.

რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთსა და იმერეთში.
Print