ახალი ამბები
ზვიად ქარჩავა: ბოტანიკურში სადრენაჟო სისტემა პრობლემურ ადგილებზე მოეწყობა
"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორის ზვიად ქარჩავას თქმით, ბაღში წყლის დაგროვება მეტწილად იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სადრენაჟო სისტემა განვითარებული არ არის. მისივე ინფორმაციით, ბოტანიკური მხოლოდ 2-ჯერ დაიტბორა. 

"იცით, რომ გასულ კვირას უხვი ნალექი მოვიდა, რამაც წყლის დაგროვება გამოიწვია. დაიტბორა ბოტანიკური ბაღის სკეიტ პარკის ტერიტორია, სადაც არ არის სადრენაჟო სისტემა განვითარებული. ამ ეტაპისთვის ეს პრობლემა მოგვარებულია, გუშინდელი წვიმს დროს არ იდგა წყალი. ორად ორი შემთხვევა იყო, როდესაც უხვი ნალექის დროს დადგა წყალი. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაგეგმილია, რომ მოეწყოს სადრენაჟო სისტემა პრობლემურ ადგილებზე. ამ საკითხზე მერია მუშაობს. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ბოტანიკურ ბაღში არანაირი განახლება არ განხორციელებულა, არ დარგულა არცერთი ხე. ხეები არის გადაბერებული", - თქვა ქარჩავამ.

ოპოზიცია ბაღის დატბორვასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნასა და მერთან შეხვედრას ითხოვს. აღნიშნულ თემაზე ენმ-ს წევრებმა ბრიფინგი გამართეს

რამდენიმე დღის წინ უხვმა ნალექმა ბაღში 7 მრავალწლოვანი ხე წააქცია.
Print