ახალი ამბები
ასლან ბჟანიამ გაეროს წარმომადგენლებს მოუწოდა იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები
გაეროს მუდმივი კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში საბინე მახლი, სპეციალური თანაშემწე ერიკ ანდერმო და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მრჩეველი საველე საკითხებში მარია ვოლოშკევიჩი სოხუმში ჩავიდნენ
და ასლან ბჟანიას შეხვდნენ. ინფორმაციას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ.

ასლან ბჟანიამ გაეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, შეინარჩუნონ გამჭვირვალობა და იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები თავიანთ საქმიანობაში. ასევე ხაზი გაუსვა "გაერო-ს პლატფორმაზე აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლის გამოსვლების მნიშვნელობას აფხაზეთის რესპუბლიკაში არსებული ობიექტური ვითარების საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით".

ამასთან, შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების შესაძლო პერსპექტივები განიხილეს.

Print