ახალი ამბები
ხმაური ფოთში - გიგი უგულავას მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ
ფოთის ბაზარში გიგი უგულავას, რომელიც საინფორმაციო ფლაერებს ავრცელებდა, ფოთის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მათ შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

"სრულიად სახე დაკარგეს და ამას განსაკუთრებით ნათლად ვხედავთ უკანასკნელი დღეებია. ფაქტი არის ერთი, მოსახლეობა მიხვდა, სად მიექაჩება ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი. საცოდავად გამოიყურებიან, მოდიან და ყიყინებენ რაღაცებს", - უთხრა ჟურნალისტებს უგულავამ.

მესამე დღეა, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია დაპირისპირების ფონზე გრძელდება.
Print