ახალი ამბები
უამინდობა 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ ივლისს, დღის ბოლოდან 2 ივლისის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
Print