ახალი ამბები
3 ივლისის აქციაზე სამეგრელოდან პირველი კოლონები წალენჯიხიდან გავიდა
წალენჯიხიდან სამი ივლისის აქციაზე ადგილობრივები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაემგზავრნენ. მათი ტრანსპორტირება "ლელომ" დააორგანიზა.

"ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდებოდა, ჰქონდათ სურვილი აქციაზე წასვლის, ამიტომ გავუწიეთ გარკვეული ორგანიზება იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი წავიდეს თბილისში, დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ ის გრძნობს თავს ევროპის ნაწილად. ეს არის წინაპრების მონაპოვარი და ამ მონაპოვარს ჩვენ დავიცავთ. ბევრი პროცესი დაწყებულა წალენჯიხიდან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისტორიული სამართლიანობა, კვლავ წალენჯიხიდან აღდგება", - უთხრა ჟურნალისტებს მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სრულად უერთდებიან დღეს გასამართი აქციის მოთხოვნებს, თუმცა მთავარი სათქმელი არის "შინ ევროპისკენ".


Print