ახალი ამბები
გასული კვირის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 570 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი
27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის 56 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 PCR ტესტით.
Print