ახალი ამბები
საკრებულოს შემცირებული ხარჯები აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებს მოხმარდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციული ხარჯები 34 032 ლარით შეამცირა, აღნიშნული თანხით კი აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა დაფინანსდება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

ამავე ცნობით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული იყო 85 ბავშვის თანადაფინანსება. ამჟამად კი დაფინანსების მომლოდინეთა სიაში 19 ბავშვია.
Print