ახალი ამბები
უშგულის გზაზე მიწის ჩამოშლის გამო აკრძალული მოძრაობა აღდგენილია
მესტიაში, კალა- უშგულის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე ე.წ. “დევის ნაშენის” მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა და გზა ჩაკეტა. მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებული რამდენიმე საათის განმავლობაში იყო.

დილიდან ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.

ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.


ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

Print