ახალი ამბები
კეთილი იყო შენი მობრძანება სახლში - ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიშია"
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უკვე შეურთდა თანაგუნდელებს იტალიის სერია A-ს საფეხბურთო კლუბ "ნაპოლიში". მას კლუბის ადმინისტრაცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიესალმა და ხვიჩას ფოტო "ნაპოლის" სათამაშო ფორმითა და წაწერით: "კეთილი იყოს შენი სახლში მობრძანება" გამოაქვეყნა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც წარმოშობით წალენჯიხიდანაა, კონტრაქტი ევროპულ გუნდთან უკვე გააფორმა და ის  ოფიციალურად "ნაპოლის" ფეხბურთელია.
Print