ახალი ამბები
მერიის სარემონტო სამუშაოებისთვის ზუგდიდის ბიუჯეტიდან 100 ათას ლარამდე დაიხარჯება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98 440 ლარი გამოიყო. შესაბამისი ტენდერი ზუგდიდის მერიამ უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულის ოთხი ოთახის, ასევე, მე-4 სართულის დერეფნის, 2 ერთეული სველი წერტილის და სამუშაო ოთახების, ადმინისტრაციული შენობის სარდაფის გადატიხვრის და არქივის (ყოფ.ავტოფარეხის) შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

ტენდერში წინადადებები 15-დან 18 ივლისის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 სამუშაო დღეში უნდა დაასრულოს.


Print