ახალი ამბები
ნაწულუკუში ცენტრალური გზა რეაბილიტირდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.

აღნიშნული მონაკვეთი სოფელ ნაწულუკუს ტერიტორიაზე მდებარეობს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 612 735 ლარია. წინადადებების მიღება 5 აგვისტოს დასრულდება.
Print