ახალი ამბები
უშგულის გზაზე მოძრაობა ისევ აკრძალულია
მესტიაში, საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ისევ აკრძალულია. მესტიის მერის, კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

"კლდის მასის ჩამოშლისა და ქვათაცვენის გამო რამდენიმე დღე იყო ჩაკეტილი გზა. ახლა მუშაობს ტექნიკა გზის გადაწმენდად და ვფიქრობთ, რომ, დაახლოებით, ორ საათში გზა გაიწმინდება", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

კალა-უშგულის გზაზე მოძრაობა ორი დღის წინ აიკრძალა.


Print