ახალი ამბები
კალა-უშგულის გზაზე მოძრაობა აღდგა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე (კალა-უშგული), ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, 2 დღის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
Print