ახალი ამბები
გერმანელი მხატვრები და კავკასია - ნიკოსეულ სასახლეში გამოფენა გაიხსნა
დღეიდან დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში გამოფენა "გერმანელი მხატვრები და კავკასია" გაიხსნა. მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია გერმანელი მხატვრების მიერ შესრულებული კავკასიის პეიზაჟები, პორტრეტები და მათი თვალით დანახული XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველო.

"გამოფენაზე წარმოდგენილია ფრანც კრიუგერის, ფრიდრიხ ფრიშის, გეორგ ტიმმის, ედუარდ ჰაუს, ადალბერტ ვააგენის და სხვათა ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ევროპელი, გერმანელი მხატვრები იმყოფებოდნენ საქართველოში, იმოგზაურეს კავკასიაში და ეს არის მათი თვალით დანახული კავკასიის ხალხის ტიპაჟები, ცხოვრება და პეიზაჟები", - განმარტავენ მუზეუმში.

მათივე ცნობით, გამოფენა 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი და "ბაზისბანკი".
Print