რეგიონი
ანსამბლი „ერისიონი“ რეგიონულ ტურნეს იწყებს
საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ რეგიონებში ტურნეს იწყებს.

ანსამბლი კონცერტებს ბათუმიდან დაიწყებს, შემდეგ კი სვანეთსა და რაჭას ეწვევა.

ქართული ლეგენდა მაყურებლის წინაშე ახალი შოუ პროგრამით წარსდგება, რომელთა შორის აფხაზური და მეგრული სიმღერები იქნება.

,,მაყურებელი „ერისიონის“ სრულიად ახალ შოუ-პროგრამას იხილავს, რომლის პრემიერაც 4 და 5 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ანსამბლი ქართველი და არამარტო ქართველი მაყურებლის წინაშე, 19 ივლისს ლენტეხში და 21 ივლისს ამბროლაურში ახალი შოუ -პროგრამით წარდგება. მაყურებელთა თხოვნით და ბატონი დავით საგანელიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით 23 ივლისს ქალაქ ონში ანსამბლი კიდევ ერთ კონცერტს გამართავს. „ერისიონის“ შოუ-პროგრამებმა („ლეგენდა თამარზე“, „ქართული ლეგენდა“, „ქართული ქარიშხალი“ და „ქართული საგანძური“) ბოლო ათწლეულების მანძილზე მსოფლიო განაცვიფრა და აალაპარაკა’’- ვკითხულობთ ერისიონის ფეისბუქ გვერდზე.

კონცერტები 19 ივლისს ლენტეხში, 21 ივლისს ამბროლაურში და 23 ივლისს ონში გაიმართება.

Print