ახალი ამბები
ზუგდიდში 18 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
ზუგდიდის სოფელ კოკში დენის დარტყმის შედეგად ადგილობრივი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი სოფლის სტადიონზე განათების ჩართვას ცდილობდა. სავარაუდოდ, ის დაუცველ ელექტროსადენებს შეეხო, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები ამ გზით სტადიონის განათებას რთავენ.
Print