ახალი ამბები
ადევნების მუხლით დაიწყო გამოძიება მამაკაცის მიმართ, რომელის ზუგდიდში ყოფილ ცოლს დანით გამოეკიდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მამაკაცი ყოფილ მეუღლეს დანით გამოეკიდა, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე პრიმა (ადევნების) მუხლით დაიწყო. ამის შესახებ "ათინათს" უწყების პრესცენტრში უთხრეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე) ან/და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2 დღის წინ ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე საპატრულო პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა.თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ხელში დანა ეკავა.
Print