ახალი ამბები
ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (03.07.2022-10.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 3 310 თბილისში, 238 კი სამეგრელოში. ქვეყანაში 2 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამავე კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. 

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 659 ტესტი.
Print