ახალი ამბები
"შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად" - პირველი აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია თსუ-ში გაიმართა
ევროკავშირის თემაზე პირველი აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს "შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად" პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

"პუბლიკაცია ევროკავშირის, როგორც უნიკალური საერთაშორისო სუბიექტის, მისი ინსტიტუციონალური მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიის გასააზრებლად აუცილებელ ცოდნას იძლევა.

თარგმანი თსუ-ის, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობისა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის თანამშრომლობის შედეგია", - აღნიშნულია თსუ-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს პრეზენტაციის შემდეგ, პროგრამის "ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა; ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში" წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ.
Print