ახალი ამბები
ფოთის პარკში დეკორაცია "LOVE" დააზიანეს
ფოთის ცენტრალურ პარკში დეკორაცია წარწერით "LOVE" დააზიანეს. ვანდალიზმის ფაქტის შედეგად გატეხილია განათების დეკორაცია და ნათურები.

დაზიანებული წარწერის ფოტოები პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, დეკორაცია, სავარაუდოდ, წუხელ გატეხეს.

შესაბამისმა სამსახურებმა განათების აღდგენა მალევე შეძლეს.

"პარკის ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, თავი შეიკავოთ მსგავსი ქმედებებისგან. გაითავისეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მიზანმიმართულად ნუ დაამტვრევთ და დააზიანებთ ინვენტარს. გაუფრთხილდით ინფრასტრუქტურას. მოვუაროთ და შევინარჩუნოთ, განახლებული პარკის იერსახე", - ვკითხულობთ პარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.
Print