ახალი ამბები
ზუგდიდის საცხენოსნო კლუბმა აბაშაში გამართულ შეჯიბრზე საპრიზო ადგილები მოიპოვა
აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ერთდღიან ტურნირში აბაშის, ზუგდიდის, სამტრედიის, ახმეტისა და სენაკის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ნახევრად წმინდა სისხლის მქონე ცხენებს შორის დოღში 1 800 მეტრიან გარბენში ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ "ხარებას" ცხენოსანმა საბა ეხვაიამ გაიმარჯვა, კიდევ 2 კატეგორიაში კი მეორე ადგილი მოიპოვა. 

გამარჯვებული მხედრები აბაშის მერიის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
Print