ახალი ამბები
ხვალ ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება
ზუგდიდში ხვალ, 15 ივლისს ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული აღინიშნება. დილის 9 საათიდან ტრადიციულად მსვლელობა დადიანების მუზეუმიდან დაიწყება. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინფორმაციით, სასულიერო პირები მომლოცველებთან ერთად თავისუფლების მოედანზე, ღვთისმშობლის მოზაიკასთან შეჩერდებიან, მოგვიანებით კი მშენებარე ტაძარში გადაინაცვლებენ, სადაც წირვას მეუფე გერასიმე აღავლენს. ზუგდიდში ხვალ სტუმრებს მთელი ქვეყნიდან და უცხოეთიდან ელოდებიან.

"იქნება ძალიან ბევრი ხალხი, ველოდებით სტუმრად როგორც საერო, ასევე, სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს", - უთხრა რადიო "ათინათს" მამა იოანე აკობიამ.

ღვთისმშობლის კვართი ტაძრში საღამოს 8 საათამდე იქნება დაბრძანებული.


პარალელურად, 14-15 ივლისს, ზუგდიდში, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და...“ გაიმართება.



Print