ახალი ამბები
რუხის საფეხბურთო აკადემიაში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტი "ნორჩი ფეხბურთელები" მიმდინარეობს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით რუხის საფეხბურთო აკადემიაში პროექტი "ნორჩი ფეხბურთელები" მიმდინარეობს.

ა/რ მთავრობის ინფორმაციით, საზაფხულო სპორტულ შეკრებაში აფხაზეთიდან დევნილი 25 ახალგაზრდა მონაწილეობს. ისინი საფეხბურთო წვრთნებს 10 დღის განმავლობაში კვალიფიციური სპეციალისტებთან გაივლიან. ამავე ცნობით, პროექტში მონაწილე სპორტსმენებს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მრავალპროფილური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები საქართველოს რამდენიმე კუთხეს ეწვევიან და ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ.
Print