რეგიონი
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი კახა გოგოლი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ახლობლების თქმით, ცხედარს რამდენიმე საათით თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც მოქალაქეები მისთვის პატივის მიგებას შეძლებენ. შემდეგ კი მას ქალაქ ფოთში გადაასვენებენ.

48 წლის ქართველი მებრძოლი ლუგანსკის ოლქში 10 ივლისს რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა.

კახა გოგოლი აფხაზეთიდან არის და ფოთში დევნილთა დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 

ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 17 ქართველი დაიღუპა.


Print