ახალი ამბები
ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა
ფოთის ახლად გახსნილ სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი მიმდინარეობს. მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.

საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება.
Print