რეგიონი
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ფოთში დღეს დაკრძალავენ
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს კახა გოგოლს ფოთში დღეს დაკრძალავენ.
მისი სამოქალაქო პანაშვიდები საკუთარ სახლში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი სამშობლოში შაბათს გამთენიისას ჩამოასვენეს.

ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან წავიდა და ლუგანკსის ოლქში, რამდენიმე დღის წინ საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა.

უკრაინაში ომის დაყწბიდან დღემდე რუს ოკუპანტებთან ბრძოლას 17 წართველი შეეწირა.
Print