ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად მამაკაცი დაშავდა (ფოტო)
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოტოროლერს შეეჯახა. მათივე თქმით, მამაკაცი მძიმედაა.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Print