ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული კახა გოგოლი ფოთში დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
47 წლის მეომრის პანაშვიდზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, უკრაინის სამხედრო ატაშე, მეუფე გრიგოლი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ დაღუპული მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთიდან დევნილი კახა გოგოლი 10 ივლისს ლუგანსკის ოლქში რუსების მიერ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

ის მეჩვიდმეტე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს შეეწირა.
Print