ახალი ამბები
კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში კლინიკას ხარჯები არ აუნაზღაურდება - სამინისტრო
არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, დადგენილი წესის შესაბამისად, კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს ყოველდღიურად აწარმოებს. მონიტორინგის პროცესში ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა შეფასდება და შედეგი ანაზღაურებაზე აისახება.

"ის შემთხვევები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება", - აცხადებენ უწყებაში.
Print