ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 25 ივლისამდე უმეტესად იწვიმებს
მომდევნო 6 დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ამავე ცნობით, 19-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
Print