ახალი ამბები
კვლევა: 2018 წელს აბაშის მერმა "ქართულ ოცნებას" საარჩევნოდ პოლიციელების ჩამოყვანა სთხოვა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it , 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავდა. ამასთანავე, საჯარო ინფორმაციის მეშვეობით გადამოწმდა დოკუმენტებში არსებული გარკვეული მონაცემები. ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება.

"ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა. სრული სქემის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბური მობილიზება", - აღნიშნულია კვლევაში.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია კონკრეტული ინფორმაციები და წერილების ფოტოსურათები. მათ შორის ერთ-ერთი, ორგანიზაციების კვლევის თანახმად, აბაშის ყოფილ მერსა და "ქართული ოცნების" აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლევან მაკალათიას ეკუთვნის. წერილში ვკითხულობთ, რომ მაკალათია მოხსენებითი ბარათით მმართველი პარტიის თანამდებობის პირებს მიმართავს თხოვნით, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აბაშაში სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი მიავლინონ.



კვლევაში აღნიშნულია, რომ მამხილებლის მიერ მოწოდებულ ფაილებსა და კორესპონდენციაში ასევე იყო ათობით დოკუმენტი - "მოხსენებითი ბარათები", რომლითაც სავარაუდოდ "ქართული ოცნების" რეგიონული ხელმძღვანელები, როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელების სახელზე (ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, აგრეთვე რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე) წერდნენ განცხადებას და ითხოვდნენ საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა უწყების თანამშრომლების პარტიის შტაბში გადმოყვანას.

"როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" რეგიონული ოფისები რეგულარულად და ფორმალიზებული წესით (მოხსენებითი ბარათით) ითხოვდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების არჩევნებში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებში პირდაპირ არ ჩანს პარტიის ხელმძღვანელების რეაგირება ამ მოთხოვნებზე, ამ პროცესის სავარაუდოდ ორგანიზებული და სისტემატიური ხასიათი ცხადყოფს, რომ ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და საარჩევნო პერიოდში ეს სქემა სრული მასშტაბით მოქმედებდა. ამ შემთხვევაში იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მმართველი პარტიის მიზნებისთვის გამოყენება, რაც მასშტაბურ სისტემურ სამოხელეო დანაშაულების ჩადენაზე მიუთითებს. აგრეთვე, ამ ქმედებებით ირღვევა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

რაც შეეხება ლევან მაკალათიას, ის აბაშის მერის თანამდებობას 2016 წლიდან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იკავებდა. 2021 წელს ის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, თუმცა თანამდებობა 

Print