ახალი ამბები
ყოფილი მერი გავრცელებულ წერილზე: აბაშაში არჩევნებზე გარეშე პირების დახმარება არ დაგვჭირვებია
აბაშის ყოფილი მერი ლევან მაკალათია არ ადასტურებს იმ წერილის ავთენტურობას, რომლის თანახმადაც მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" ლიდერებს აბაშაში პოლიციელების მივლინება სთხოვა. მაკალათიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ მსგავსი წერილი მას მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის არ მიუწერია.

"არ ვიცი, რა ინფორმაციაა, მაგრამ ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. აბაშაში არჩევნები ისე ტარდებოდა, სწორად გამიგეთ, ყველას პატივს ვცემ, მაგრამ არცერთი გარეშე პირის დახმარება არ დაგვჭირვებია, შესაბამისად, ნამდვილად არ არის ეს სწორი. საარჩევნოდ პარტიასთან არაერთი მიმოწერა გვქონია, მაგრამ ის თხოვნა, რომ საარჩევნოდ ვინმე მოგვამაგრეთ, არ ყოფილა ნამდვილად. მუდმივად სტაბილური სიტუაცია იყო საარჩევნო კუთხით", - თქვა მაკალათიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it , 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავდა. ამავე ანგარიშში აღნიშნულია კონკრეტული ინფორმაციები და წერილების ფოტოსურათები. მათ შორის ერთ-ერთი, ორგანიზაციების კვლევის თანახმად, აბაშის ყოფილ მერსა და "ქართული ოცნების" აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლევან მაკალათიას ეკუთვნის. წერილში ვკითხულობთ, რომ მაკალათია მოხსენებითი ბარათით მმართველი პარტიის თანამდებობის პირებს მიმართავს თხოვნით, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აბაშაში სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი მიავლინონ.




Print