ახალი ამბები
"საბას" ფინალისტებს შორის ზუგდიდელი და ჩხოროწყუელი ავტორების ნაწარმოებებია
ლიტერატურული პრემია "საბას" 2022 წლის ფინალისტებს შორის სხვადასხვა ნომინაციაში ზუგდიდელი ილია ჭანტურიასა და ჩხოროწყუელი ბექა ახალაიას ნაწარმოებებია.

ილია ჭანტურიას "გემი დავლანდე" წლის საუკეთესო რომანის ნომინანტია. წიგნი ახალგაზრდა მწერლის სადებიუტო რომანია. ის ასევე პროზაული კრებულის "ნინოშვილის 25" ავტორია, რომელიც " საბას", "ლიტერასა" და "წინანდლის" პრემიების ნომინანტი გახდა. წერს მოთხრობებს, ნოველებსა და წერილებს.



რაც შეეხება ბექა ახალაიას, მისი "მგელი მაჯაზე" საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაშია. პოეტს 2017 წელს პრემია "საბა" წლის საუკეთესო დებიუტისთვის გადაეცა, რომელშიც მისმა კრებულმა "ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის" გაიმარჯვა. ავტორი წერს ლექსებს, პოემებსა და მოთხრობებს.



წელს ლიტერატურული პრემია "საბასთვის" საიუბილეო თარიღია - კონკურსი მეოცედ გამოცხადდა. ჟიურიმ 227 წიგნი უკვე განიხილა და ფინალისტების სია ცნობილია 7 ნომინაციაში.

Print