ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა, რომელშიც ადრე ანაკლიის კულტურის ცენტრი ფუნქციონირებდა,    
იყიდება. პირობიანი ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი 1 250 000 ლარია. 
5 585 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის შეძენის შემთხვევაში, მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში მულტიფუნქციური დანიშნულების ფართის მოწყობის მიზნით მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 
აუქციონი 15 აგვისტოს დასრულდება.			
მასალის გამოყენების პირობები