ახალი ამბები
"ღამის შოუს" ბენდის კონცერტში 19 000 ლარის გადახდას სენაკის მერიაც გეგმავს
11 აგვისტოს სენაკში დაგეგმილი ახალგაზრდული ღონისძიების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტი გიორგი გაბუნიასა და "ღამის შოუს" ბენდის გასართობი ღონისძიების მომსახურების შესყიდვას გეგმავს. გამარტივებულ შესყიდვას მერია ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე  განახორციელებს, რისთვისაც 19 000 ლარია გამოყოფილი. ისევე, როგორც ფოთის შემთხვევაში, დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ "გიორგი გაბუნიას ღამის შოუ როგორც ახალგაზრდებში ასევე ყველა თაობის წარმომადგენლებში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს".

შესყიდვის განხილვის საბოლოო თარიღად 2 აგვისტოა მითითებული.

გასულ თვეს სენაკის მერიამ ასევე ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში 8 125 ლარი შემოქმედებითი საღამოზე დახარჯა, რომელიც 13 ივნისს გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ლაშა ღლონტი, დავით არჩვაძე და მურმან ჯინორია იღებდნენ.

32 ათას ლარზე მეტი დახარჯა ივლისში "ღამის ბენდის" მომსახურებაზე ფოთის მერიამ. გასული წლის ზაფხულში კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ასევე 19 000 ლარი გადაიხადა.
Print