ახალი ამბები
ზუგდიდის მერია აუქციონზე კიდევ ერთ მანქანას ყიდის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი მანქანა უპირობო ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. სატრანსპორტო საშუალების საწყისი ფასი 60 000 ლარია. ავტომანქანა "LEXUS GX 470" 2008 წელსაა გამოშვებული. აუქციონი 4 აგვისტომდე გაგრძელდება.

გასულ თვეს მუნიციპალიტეტმა გასაყიდად 5 მანქანა გაიტანა. მაშინ მერიაში განმარტეს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ძველი და ხარჯიანია, მათი გაყიდვის შემდეგ კი გადაწყდება, შეიძენს თუ არა მუნიციპალიტეტი საჭიროებისამებრ ახალ, შედარებით ეკონომიურ მანქანებს.
Print