ახალი ამბები
აკვაპარკი "ანაკლია" დღეს გაიხსნება
აკვაპარკი "ანაკლია" წლევანდელ სეზონს დღეს გახსნის. შესაბამისი ინფორმაცია აკვაპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამავე ცნობით, 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შესვლა უფასოა. რაც შეეხება ერთჯერადი შესვლის ღირებულებას, წელს ფასები ასე გამოიყურება: 

4-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 15 ლარი;

10 წლიდან ზევით - 25 ლარი.

გასართობი ობიექტი დამსვენებლებს 11:00-დან 18:00-საათამდე მოემსახურება. 

აკვაპარკი 2012 წელს აშენდა და ის კანადურმა კომპანიამ "White Water West" დააპროექტა.
Print