ახალი ამბები
აგვისტოში რამდენიმე დღე სამგზავრო მატარებლები არ იმოძრავებენ
მიმდინარე წლის 9, 10 და 11 აგვისტოს სამზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ. შეზღუდვა ეხება ზუგდიდისა და ფოთის მიმართულებებსაც. განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. უწყების განმარტებით, სამი დღით გადაადგილება საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე მოდერნიზაციის პროექტს უკავშირდება.

„249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ პროექტის ფარგლებში: შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი მიწის ვაკისი, სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.


12 აგვისტოდან მოძრაობა სრულად განახლდება.


Print