ახალი ამბები
მესტიის ორ სოფელში ახალი სკოლები აშენდება
მესტიის ორ სოფელში - ყარსგურიშსა და ჭუბერში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ვკითხულობთ, რომ ამისთვის 6 374 538 ლარი დაიხარჯება.

დოკუმენტაციის თანახმად, ორივე სოფელში სკოლების შენობების სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია. ამჯერად კი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, გენგეგმის მიხედვით უნდა აწარმოოს სკოლის შენობის, დამხმარე ნაგებობის და ბიოლოგიური გამწმენდის სამშენებლო-სამონტაჟო, გაშვება-გამართვის სამუშაოები.

ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 18 აგვისტოს ჩათვლითაა. სამუშაოები კი გამარჯვებულმა კომპანიამ წელიწადსა და ხუთ თვეში უნდა შეასრულოს. რაც შეეხება საგარანტიო ვადას, ის მიღება-ჩაბარების აქტიდან ერთ წელიწადს მოიცავს.

Print