ახალი ამბები
ანტისაოკუპაციო ბანერი წალენჯიხის ცენტრში გააკრეს
წალენჯიხის ცენტრში, ყოფილი სტამბის შენობაში ანტისაოკუპაციო ბანერი მოძრაობა “დროას” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა გააკრა. ამ ფორმით მან 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენა და პუტინის დამპყრობლური პოლიტიკა დაგმო.

“რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ტერორისტია - ეს არის ჩვენი სათქმელი. ბანერის გაკვრაში მოქალაქეებიც გვეხმარებოდნენ”, - აღნიშნა სიჭინავამ.

მსგავსი ბანერის გაშლას ის ზუგდიდშიც გეგმავს.
Print