ახალი ამბები
ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ პარკში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები.
ამ ომმა შეიწირა ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. მათ შორის იყვნენ სამხედროები და მშვიდობინი მოქალაქეები ჩვენი რეგიონიდან მინდა პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს. მათი გმირობა და სამშობლოსათვის თავდადება უკვდავი მაგალითებია მომავალი თაობებისთვის. დიდება გმირებს, მათ მიერ გაღებული სისხლი აუცილებლდ გამოიტანს შედეგს და საქართველო იქნება ერთიანი, სადაც ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ", - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია

Print