რეგიონი
"აფხაზეთი საქართველოა" - ბანერი განმხურუში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეც ჩანს
განმუხურში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ახლოს, კომპანია "ამწემ" ბანერი დაამონტაჟა, რომელზეც ვკითხულობთ, რომ "აფხაზეთი საქართველოა". ბანერთან ერთად  მაღალ წერტილზე განთავსებულ კონსტრუქციაზე დამონტაჟებულია საქართველოს დროშაც და ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც ჩანს.

"შარშან, როდესაც ახლოვდებოდა სოხუმის დაცემის დღე, მენეჯმენტს მოუვიდა იდეა და მთელი გუნდი ჩავერთეთ, რომ სარეკლამო ადგილას რეკლამის ნაცვლად ეს ბანერი განგვეთავსებინა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველასთვის შეგვეხსენებინა, რომ ჩვენ შორის საზღვარი ფორმალურია და აფხაზეთი საქართველოა. ეს იყო სამოქალაქო პასუხიმგებლობა და ახლა აფხაზეთში ამას კითხულობენ",- უთხრა რადიო "ათინათს" "ამწეს" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა იოსებ ბესტაევმა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა და ბანერი, რომელიც ოკუპაციას აპროტესტებს, ადგილზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება დამონტაჟებული.




Print