ახალი ამბები
წალენჯიხაში ელექტრონილი მუსიკის ფესტივალი გაიმართება
წალენჯიხაში, სოფელ სქურში აგვისტოს ბოლო შაბათ-კვირას ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი სახელწოდებით “დასავლეთის ქარი” სტუმრებს 26 და 27 აგვისტოს უმასპინძლებს.

ფესტივალზე ბერლინელ დიჯეისთან ერთად ქართველი შემსრულებლებიც დაუკრავენ.

ბილეთების შეძენა მსურველებს ონლაინ 50, ადგილზე კი 80 ლარად შეეძლებათ.
Print